სახელმწიფო აუდიტის სამსახურში თბილისის მერიის საქმიანობის მონიტორინგისთვის ცალკე სამსახური იქმნება. ამის შესახებ გენერალურმა აუდიტორმა, ირაკლი მექვაბიშვილმა პარლამენტში მოსმენაზე განაცხადა.

"ეს არის ყველაზე მსხვილი მუნიციპალიტეტი მილიარდიანი ბიუჯეტით. მომდევნო წლის ბიუჯეტი კიდევ იზრდება და ჩვენი რესურსებით, ცალკე სამსახური ადგილობრივ თვითმმართველობებში შევა", — აღნიშნა მექვაბიშვილმა.

მისივე თქმით, ძირითადი აქცენტები ეფექტიანობაზე გაკეთდება. უახლოეს მომავალში კი მერიის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში გამოქვეყნდება, რომელიც სამშენებლო ნებართვების გაცემას ეხება.

თბილისის მერიის საქმიანობის აუდიტთან დაკავშირებით ირაკლი ლექვინაძეს დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ჰკითხა. მისი თქმით, ქალაქის მერიას ბევრი ფუნქცია აქვს, სადაც შესაძლოა, კორუფციის ნიშნები არსებობდეს.

"მაგალითად, სამშენებლო ნებართვების გაცემა. ეს რისკებს აჩენს. მაგალითად, ქალაქის გენერალური გეგმა, რომელსაც უნდა მოჰყვეს თავისი შედეგები. გამოდის, რომ თბილისს ადევს ტაბუ. თბილისზე არავინს მუშაობს, არც ბიუჯეტს არავინ აკონტროლებს, არც ქონების გაცვლას, არც დადგენილებებს, ანუ კონტროლის გარეშეა თბილისში პროცესები დარჩენილი?" — იკითხა დეპუტატმა