გოცირიძე: ნაციონალური მოძრაობა არასდროს ყოფილა ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია
პარლამენტის დეპუტატი, რომან გოცირიძე ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა ქრისტიან-დემოკრატიული სახალო პარტია არასდროს ყოფილა. როგორც დეპუტატმა ფეისბუქზე დაწერა, პარტია იყო და რჩება ლიბერალური ორიენტაციის მოძრაობად. ამ განცხადებით გორიციძე პარტიის დამფუძნებლს, მიხეილ სააკაშვილსა და თავმჯდომარეს, გრიგოლ ვაშაძეს ეწინააღმდეგება.
"ჯერჯერობით არავის მოუხდენია ამ ფუნდამენტური ღირებულებების რევიზია (ცვლილება) პარტიის პროგრამაში. სანამ ეს ასეა, ყველა განსხვავებული მოსაზრება აღქმული უნდა იყოს, როგორც კერძო აზრი და არა პარტიის ოფიციალური დოქტრინა", — წერს დეპუტატი.
რომან გოცირიძე აღნიშნავს, რომ ნაციონალური მოძრაობა და ვარდების რევოლუცია ლიბერალური რეფორმების სახელით შევიდა, განსაკუთრებით ეკონომიკის სფეროში. მისივე თქმით, ამ რეფორმების წყალობით საქართველო თანამედროვე ტიპის მიმზიდველი ქვეყანა გახდა.
"ნაციონალური მოძრაობის სიძლიერე მის წარსულშია (მიუხედავად შეცდომებისა და ცალკეული დანაშაულობებისა). მოწყდება თავის ლიბერალურ ფესვებს, თავად გათხრის სამარეს, იმ ღამურად გადაქცეულ თაგვს დაემსგავსება, რომელიც უცხო გახდა, როგორც თავისიანებისთვის, ასევე, იმათთვის, ვისი მსგავსობაც მოინდომა.
ჩვენ ვაშენებდით და საბოლოოდ უნდა ავაშენოთ ისეთი სახელმწიფო, რომელიც გამიჯნული იქნება საზოგადოებაში არსებული სხვადასხვა მორალური დოქტრინებისგან და რელიგიებისგან. საჯარო ინსტიტუტები და სახელმწიფო კანონმდებლობა არ უნდა ეყრდნობოდეს ინდივიდების პირად მორალს ან რელიგიურ შეხედულებებს. არ აქვს მნიშვნელობა ვინმეს ჯვარი უკეთია როგორც ავგაროზი, როგორც სამკაული, როგორც რწმენის ნიშანი თუ საერთოდ არ უკეთია", — წერს დეპუტატი.
ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 29 სექტემბერს განაცხადა, რომ ყოფილ თანაგუნდელთან და ევროპული საქართველოს ლიდერ გიგა ბოკერიასთან ფუნდამენტური განსხვავება აქვს, რადგან ჯვარს ატარებს. მან, ასევე, რელიგიის მნიშვნელობაზე ისაუბრა გიგა ბოკერიას ბრალს დასდო "ტრადიციული, ქართული, ქრისტიანული ფასეულობებისაგან დისტანცირებაში".
სააკაშვილის ამ განცხადებას კრიტიკულად შეხვდნენ როგორც ევროპულ საქართველოში, ისე ნაციონალურ მოძრაობაში. განცხადების გამო პარტია ნინო ლაპიაშვილმა დატოვა.
ყოფილი პრეზიდენტის თანაგუნდელმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ "ჩვენს გენში ზის ტრადიციები და მას ვერანაირი ლიბერალური მიდგომით ვერ ამოშანთავ". გრიგოლ ვაშაძემ კი აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობა ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტიაა.
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვააზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია აზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია
-
-
გადახედვარომელია მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტი რომელია მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტი
-
გადახედვაფეხბურთის მეკარეები სამყაროს სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამენ — კვლევა ფეხბურთის მეკარეები სამყაროს სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამენ — კვლევა
-
გადახედვაქმარი უკან მხევდა, ახლა თავისუფალი ვარ — შაკირა ქმარი უკან მხევდა, ახლა თავისუფალი ვარ — შაკირა
-
გადახედვაიმ პერიოდში, როცა მუცელი მომეშალა, სპექტაკლში ორსულ ქალს ვთამაშობდი — ენ ჰეთეუეი იმ პერიოდში, როცა მუცელი მომეშალა, სპექტაკლში ორსულ ქალს ვთამაშობდი — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა53-კაციანი სია: მათი ღირსების ორდენით დაჯილდოების მოთხოვნით, კობახიძემ პრეზიდენტს მოგებული მატჩის გამო მიმართა 53-კაციანი სია: მათი ღირსების ორდენით დაჯილდოების მოთხოვნით, კობახიძემ პრეზიდენტს მოგებული მატჩის გამო მიმართა
-
გადახედვაChatGPT-ის გამოყენება მეხსიერების დაქვეითებასთან დააკავშირეს ChatGPT-ის გამოყენება მეხსიერების დაქვეითებასთან დააკავშირეს
-
გადახედვამიზოფონია იმაზე მეტად არის გავრცელებული, ვიდრე აქამდე გვეგონა — კვლევა მიზოფონია იმაზე მეტად არის გავრცელებული, ვიდრე აქამდე გვეგონა — კვლევა
-
-
გადახედვაამ დღეს 30 წელი ველოდით, ბევრი ვიბრძოლეთ, ცოტა გაგვიმართლა და მიზანს მივაღწიეთ — მერაბ მეტრეველი ამ დღეს 30 წელი ველოდით, ბევრი ვიბრძოლეთ, ცოტა გაგვიმართლა და მიზანს მივაღწიეთ — მერაბ მეტრეველი
-
გადახედვაინგლისის ვეტკლინიკაში მოხვედრილი "ზღარბი" ქუდის პომპონი აღმოჩნდა ინგლისის ვეტკლინიკაში მოხვედრილი "ზღარბი" ქუდის პომპონი აღმოჩნდა
-
გადახედვა15 000 ლარი ოჯახური წვეულებისთვის და ნაჩუქარი 630 000 ოთხ წელიწადში — ღარიბაშვილის შემოსავლები და გასავალი 15 000 ლარი ოჯახური წვეულებისთვის და ნაჩუქარი 630 000 ოთხ წელიწადში — ღარიბაშვილის შემოსავლები და გასავალი
-
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ბუნებაში ყოფნისას დროის აღქმა იცვლება ახალი კვლევის თანახმად, ბუნებაში ყოფნისას დროის აღქმა იცვლება
-
გადახედვაროგორ გადაურჩნენ ადრეული ადამიანები კლიმატის ცვლილებას — კვლევა როგორ გადაურჩნენ ადრეული ადამიანები კლიმატის ცვლილებას — კვლევა
-
გადახედვა"ლაზარეს იმედი არ აქვს, რომ გაამართლებენ, ოჯახიც ამ ტალღაზე ვართ" — თამთა კალანდაძე "ლაზარეს იმედი არ აქვს, რომ გაამართლებენ, ოჯახიც ამ ტალღაზე ვართ" — თამთა კალანდაძე
-
-
გადახედვანახეთ: ჰაბლმა ვარსკვლავის დაბადება გადაიღო ნახეთ: ჰაბლმა ვარსკვლავის დაბადება გადაიღო
-
გადახედვაOn.ge-ის 5 ახალი კროსვორდი, რომელიც არ უნდა გამოგრჩეს On.ge-ის 5 ახალი კროსვორდი, რომელიც არ უნდა გამოგრჩეს
კომენტარები