საქართველოს საპარტნიორო ფონდმა 2018 წელი 609 მილიონი ლარის ზარალით დაამთვრა. ინფორმაცია 2019-2023 წლის ფისკალური რისკების ანალიზშია გაწერილი, რომელიც თან ერთვის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს.

"2018 წელს მიღებული ზარალის (609 მლნ ლარი) ძირითადი მიზეზია ფონდის შვილობილ საწარმოებში დაფიქსირებული უარყოფითი შედეგები", — აღნიშნულია დოკუმენტში.

ფისკალური რისკების ანალიზის მიხედვით, გასულ წელს რკინიგზაში შემცირდა აქტივის გამოყენების შედეგად მისაღები მოსალოდნელი შემოსავალი, რამაც აქტივები 691,4 მილიონი ლარით გააუფასურა.

"აქტივების გაუფასურების წილმა ჯამურ ზარალში შეადგინა 97%. ანუ, გაუფასურების არ არსებობის პირობებში რკინიგზის ზარალი შეადგენდა 24 მილიონ ლარს", — განმარტებულია დოკუმენტში.

საპარტნიორო ფონდმა ზარალით დაასრულა 2015 (189,5მლნ) და 2017 (482 მლნ) წლებიც.