უმრავლესობის დეპუტატმა, ნუკრი ქანთარიამ გალაკტიონ ტაბიძის ლექსი "მამული" ქართული ოცნების მოტივებზე გადააკეთა. პარლამენტის პლენარულ სხომაზე დეპუტატმა აღნიშნა, რომ 2012 წელს, ხელისუფლებაში ქართული ოცნების მოსვლით ეპოქალური ცვლილება მხოდა და "ის მთავარი აღსრულდა".

"დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრი რამ გაკეთდება მომავალში, ბუნებრივია, რომ მოვა ახალი ხალხი. თაობა მიდის, თაობა მოდის, ძირითადად სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული, მაგრამ ეს დღე როგორც საქართველოს მოქალაქეების ენერგიის გაერთიანების დღე, ყოველთვის ვფიქრობ დარჩება საქართველოს ისტორიაში", — აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.

ნუკრი ქანთარიამ მოქალაქეებს 7 წლის წინ ხელისუფლების შეცვლა მიულოცა. მისი თქმით, "ბაცილები დარჩნენ", მაგრამ მთავარი ისაა, რომ მოქალაქე განთავისუფლდა.

კოალიციამ ქართული ოცნება-დემოკრატული საქართველო 2012 წლის პირველ ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა და ხელისუფლება შეიცვალა.