ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებული თბილისში, სისტემატურად ამზადებდა და ასაღებდა თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის სახელით გაცემულ ავტომანქანების ყალბ საშვებს, რომელიც მფლობელს აძლევდა უფასო პარკირების უფლებას.

უწყების ცნობით, ამოღებულია, როგორც ყალბი საშვები, ასევე, მათ დასამზადებლად განკუთვნილი კომპიუტერული ტექნიკა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.