Stranger Things ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალია, რომლის მესამე სეზონიც 2019 წლის ივლისში გამოვიდა და იმდენად დამაინტრიგებლად დასრულდა, რომ მილიონობით მაყურებელმა მაშინვე მოუთმენლად დაიწყო ახალი სეზონისთვის ლოდინი.

მოლოდინი გამართლდა და Netflix-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სატელევიზიო შოუს მეოთხე სეზონის გამოსვლა 40 წამიანი თიზერით ოფიციალურად დაანონსდა!

თიზერში სერიალისთვის დამახასიათებელი საშიში და ხრწნადი გარემო ჩანს, რომელიც ამ წარწერით სრულდება: "ამიერიდან ჰოუკინსში აღარ ვართ", რაც ალბათ მინიშნებაა სიუჟეტის განვითარების ახალ შესაძლო ადგილმდებარეობაზე.

ფანებმა ყურადღება მიაქციეს იმასაც, რომ თიზერში საათის ხმა ისმის, ხოლო სერიალის ფეისბუქის ოფიციალური გვერდის სულ ახლახანს განახლებულ პროფილის ფოტოზე ბიგ-ბენის ფრაგმენტი ჩანს, რაც საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ ახალ სეზონში მოქმედება ლონდონში გადაინაცვლებს.