თბილისში, ბაქოს ქუჩაზე ქალი დაყაჩაღების დროს ცხელი უთოთი აწამეს. ინფორმაცია ამის შესახებ მთავარმა არხმა გაავრცელა.

არხის ინფორმაციით, ქალი დღის პირველ საათზე დააყაჩაღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ დრომდე არავინ არის დაკავებული და საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

უწყების ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით მიმდინარეობს. ამ მუხლით ბინაში უკანონო შეღწევით ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობა რვიდან თორმეტ წლამდე ვადით ისჯება.