კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ბირკაძე ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის დიდების დარბაზში შეიყვანეს. ინფორმაცია სკოლის ფეიბუქ გვერდზე ვრცელდება.

ამ ტიტულის მფლობელები არიან ის მოსწავლეები, რომლებსაც ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე ოქროს 2 მედალი აქვთ მოპოვებული. ნიკოლოზ ბირკაძე სიის ასეულში ერთადერთი ქართველია. მას ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი აქვს მოპოვებული.

ნიკას წარმატებები საერთაშორისო ოლიმპიადებსა და ტურნირებზე:

  • ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა: ოქროს 2 და ვერცხლის 1 მედალი;
  • მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა: ვერცხლის 2 და ბრინჯაოს 1 მედალი;
  • ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადა: ოქროს 1 მედალი ინფორმატიკაში;
  • სრულიად ევროპის ახალგაზრდული (junior) ოლიმპიადა ინფორმატიკაში: ოქროს 1 მედალი და აბსოლუტური პირველი ადგილი;
  • ცენტრალური ევროპის ოლიმპიადა ინფორმატიკაში: ოქროს 1 მედალი;
  • რუმინეთის მასტერსი მათემატიკაში: ვერცხლის 1 მედალი.