ეკა ბესელიას თქმით, ქართული ოცნების 4 დეპუტატს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით აშანტაჟებენ
ქართული ოცნებიდან წასულმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ თქვა, რომ უმრავლესობის წევრებიდან იცის ოთხი შემთხვევა, ვისაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით აშანტაჟებენ და ემუქრებიან. ამის შესახებ მან დღეს, 30 სექტემბერს პროკურატურასთან ჟურნალისტებს უთხრა. ბესელია საგამძიებო ორგანოში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე დაიბარეს.
"შეიძლება იყოს მეტიც, შეიძლება უფრო მეტიც", — ამბობს ბესელია და აღნიშნავს, რომ, მათ შორის, არის კაციც. ბესელია არ აკონკრეტებს სახელებს.
ეკა ბესელიამ, ასევე, ისაუბრა "მოსამართლეების გავლენიან ჯგუფსა და პარლამენტის წევრებს შორის კავშირებზე". ეკა ბესელია ამ ჯგუფთან კავშირში უმრავლესობის დეპუტატებს, ვანო ზარდიაშვილსა და დავით მათიკაშვილს ადანაშაულებს.
26 სექტემბერს მას შემდეგ, რაც "ბესელიას მორალის" ხსენების გამო ბესელია ზარდიაშვილს სახეში ხელი გაარტყა, დეპუტატმა ტელეკომპანია პირველის ეთერში კადრების საკითხზე ისაუბრა.
"იმ კადრების გავრცელებაზე უმორალო ადამიანი ირიბად იშვერდა ჩემსკენ. ეს ხომ არის უღირსი საქციელი. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ იმ კადრების გადამღებიც და გამავრცელებელიც არის უმორალო ადამიანი და ის კანონის სრული სიმაცრით უნდა დაისაჯოს. როცა ამ ქმედებას აბრალებ ადამიანს, ვისაც საერთოდ შეხებაც კი არ აქვს ამ პროცესთან, ეს ხომ არის უღირსი საქციელი.
ჩემი რვა წლის შვილი გასცემს ამ ეთერს. სახლში რა პასუხი უნდა გასცე ბავშვს, რომელიც ასეთ რამეს ისმენს. აი, ეს არის ამორალობა", — განაცხადა ზარდიაშვილმა.
მას შემდეგ, რაც ეკა ბესელია მოსამართლეთა წინა 10-კაციან სიას ღიად დაუპირისპირდა რამდენიმე დღეში სოციალურ ქსელებში მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა. ბესელიამ აღნიშნა, რომ კადრების გავრცელება დროში დაემთხვა მოსამართლეების შესახებ მის განცხადებებს. დეპუტატს არ უთქვამს, რომ მის წინააღმდეგ მისი პარტიის წევრები არ იბრძვიან, თუმცა აღნიშნა, რომ ვიდეომასალის გავრცელება "არაფერში სჭირდება" შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.
მოგვიანებით ბესელიამ კადრებთან დაკავშირებით თანაგუნდელების განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ უხერხულია, როცა ისინი ამბობენ, რომ კადრები არ უნახავთ და ვერ შეაფასებენ. ბესელია ამბობდა, რომ ბრძოლის გაგრძელებას ბოლომდე აპირებდა.
22 ივნისს ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ისევ პასუხგაუცემელია კითხვები, თუ ვინ არის ფარული ვიდეოკადრების ავტორი და მას აღარ აქვს იმედი, რომ საქმეზე გამოძიება დასრულდება. ბესელიას განცხადებით საპასუხოდ კი ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა თქვა, რომ ქართული ოცნებიდან წასულ დეპუტატ ეკა ბესელიას მხრიდან პირად ცხოვრებაზე საუბარი "უკვე დამღლელია".
დეპუტატ ეკა ბესელიას საჯარო განცხადებიდან მეორე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პასუხისგებაში მისცა პირი, რომელმაც "დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები საჯარო სივრცეში პირველმა ატვირთა და გაავრცელა".
გამოძიების ვერსიით, ვიდეოჩანაწერი 2019 წლის იანვრის თვეში, მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა საქართველოს მოქალაქემ ინტერნეტით გაავრცელა სომხეთის რესპუბლიკიდან. შსს-ს განცხადებით, აღნიშნული კადრები ბრალდებულმა ფეისბუქის მესენჯერის საშუალებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქისგან მიიღო.
გამოძიება ასევე ამტკიცებს, რომ კადრები ფარულად, უკანონოდ არის გადაღებული 2012 წლის მაისის თვეში, რისთვისაც 2016 წელს გასამართლებული არიან ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები.
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაOldboy-ის მიხედვით ინგლისურენოვან სერიალს გადაიღებენ Oldboy-ის მიხედვით ინგლისურენოვან სერიალს გადაიღებენ
-
გადახედვაპროკურატურის თანამშრომლის სახელის გამოყენებით, თანხის გამოძალვის ფაქტზე, ორ პირს პატიმრობა მიესაჯა პროკურატურის თანამშრომლის სახელის გამოყენებით, თანხის გამოძალვის ფაქტზე, ორ პირს პატიმრობა მიესაჯა
-
გადახედვაპარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვადეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას დეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას
-
გადახედვასაგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვასაერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვაარ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს არ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
კომენტარები