სააკაშვილის განცხადებების გამო ნინო ლაპიაშვილმა ენმ-ს პოლიტსაბჭო და პარტია დატოვა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი განცხადებების გამო ნინო ლაპიაშვილმა ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭო და პარტია დატოვა. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.
ლაპიაშვილი აღნიშნავს, რომ გიგა ბოკერიას მისამართით სააკაშვილის გაკეთებულ განცხადებებს ემიჯნება. მისივე თქმით, ბოკერიას წარმოჩენა, როგორც ქართული ტრადიციების წინააღმდეგი, არასწორია და დიდი პოლიტიკური შეცდომაა.
"ანუ, რა გამოდის?! 2000-იანი წლების დასაწყისში დავბრუნდეთ და ვიძახოთ "ბოკერია იეღოველი" , რადგან ბოკერია რელიგიური უმცირესობების ჩაგვრას და მათზე ძალადობას მკაფიოდ და არაორაზროვნად აპროტესტებდა, თუ როგორ არის ჩვენი საქმე?! ბოკერიას კრიტიკა სხვა ნიადაგზე არგუმენტირებულად შეიძლება, თუ მაინც და მაინც ეს საკითხი პრიორიტეტულად ხვდება ლიდერი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელის/დამფუძნებლის დღის წესრიგში", — აღნიშნავს ის.
მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ 2020 წლის არჩევნებს ოპოზიცია მოგიებს და ნაციონალური მოძრაობა წამყვანი ძალა იქნება. თუმცა, მისი თქმით, "თუ გუშინ გაჟღერებული იდეოლოგიით უნდა მოხდეს ქვეყნის მართვა, მაშინ უარესი შედეგებით და მმართველი ძალისთვის უფრო მწვავედ დასრულდება, ვიდრე ეს 2012-ში მოხდა".
"წლების განმავლობაში ყველანაირი შეურაცხყოფა ავისხლიტე ჩემი მიშა სააკაშვილის მხარდაჭერისა და მოგვიანებით, ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრობის გამო, მაგრამ იდეის მჯეროდა და საერთოდ არ მანაღვლებდა. ახლა, ამ სიტუაციაში სად არის იდეა, რომელიც გამაძლიერებს?! ხოლო, თუ მთავარი ღირებულებები გაქრა და აშკარად მიუღებელთან ზღვარი წაიშალა, მაშინ აწმყოში რაღა მაერთიანებს ამ უდაოდ დიდ პოლიტიკოსთან, რომელმაც უახლოეს წარსულში ნამდვილად საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ქართულ სახელმწიფოებრიობას?! სამწუხაროა, მაგრამ უნდა დავტოვო პარტია და პოლიტსაბჭო", — წერს ლაპიაშვილი.
მიხეილ სააკაშვილმა გიგა ბოკერია გუშინ, 29 სექტემბერს გადაცემა მთავარ აქცენტებში გააკრიტიკა.
"ბოკერიას ჰქონდა მთელი ეს წლები განსაკუთრებულად ცინიკური დამოკიდებულება ქართული ტრადიციებისა და ფასეულობების მიმართ. ჩვენი ფასეულობები, რომელიც ჩვენთვის არის უძვირფასესი... ბოკერია არის ყველაფერი, პრინციპში, რაც არის ქართული ტრადიციების წინააღმდეგ", — თქვა სააკაშვილმა.
ამავე თემაზე:
- სააკაშვილი ბოკერიას "ქართული, ქრისტიანული ფასეულობებისგან დისტანცირების" გამო აკრიტიკებს
- სააკაშვილი: სულ არ მინდა რომ ვიყო კასანდრა, მაგრამ ყველაფერი რაც ვიწინასწარმეტყველე ახდა
- ჩემს ადგილას რას დაწერდით ან რას იტყოდით? — ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის განცხადებებზე
- მძიმე სანახავია, მოდერნული სახელმწიფოს ერთ-ერთი შემქმნელი შავრაზმელივით რომ ლაპარაკობს — რატიანი სააკაშვილზე
- კომენტარსაც ვერ გავაკეთებ, სირცხვილია — გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილის განცხადებებზე
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
კომენტარები