გენდერული მითების გამო ქალები გულის დაავადებებს ეწირებიან
გულის შეტევის (სამედიცინო ენაზე მიოკარდიუმის ინფარქტი) შედეგად ქალები უფრო ხშირად კვდებიან, რადგანაც თავიანთ სიმპტომებს დროულად ვერ ამოიცნობენ და მამაკაცებთან შედარებით მათ უფრო ზედაპირულად მკურნალობენ — ვკითხულობთ ბრიტანეთის გულის ასოციაციის მოხსენებაში
ბოლო 10 წლის განმავლობაში ინგლისსა და უელსში 8 ათასზე მეტი ქალი გარდაიცვალა მიოკარდიუმის ინფარქტით. სიკვდილიანობის ასეთი მაღალი მაჩვენებლის მიზეზი არაჯეროვანი დიაგნოსტირება, მკურნალობა და შემდგომი მზრუნველობაა.
"გაუცნობიერებელი მითები ქალების გადარჩენის რისკს ამცირებენ", — ვკითხულობთ მოხსენებაში.
როგორც აღმოჩნდა, სამედიცინო საფუძველს მოკლებული ისეთი მითები, როგორიცაა "გულის დაავადებები მხოლოდ კაცებს ემართებათ", დღემდე აქტუალურია საზოგადოებაში. ამის გამო, ქალების უმრავლესობა კარდიოლოგიურ რისკებს არ იცნობს და შესაბამისი სამედიცინო დახმარების მოძიებასაც აგვიანებს.
ასევე სრულიად არასწორია, თითქოს ქალსა და მამაკაცს მიოკარდიუმის ინფარქტისას ერთმანეთისგან განსხვავებული სიმპტომები აქვთ. რა თქმა უნდა, კვლევები აჩვენებს, რომ თითოეული უნიკალური შემთხვევის დროს სიმპტომატიკა ძალზე განსხვავებული შეიძლება იყოს, მაგრამ ყველაზე მთავარი და ხშირი ნიშანი, როგორც კაცებში, ასევე ქალებში გულმკერდის არეში ტკივილის შეგრძნებაა.
ბრიტანეთის გულის ასოციაციის მოხსენებაში მოხსენებაში ასევე ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ გულის პრობლემები ახალგაზრდა ასაკის ქალებსაც შეიძლება აღენიშნებოდეთ, რაც ყურადსაღები პრობლემაა.
"მამაკაცების დაავადება"
1960-იან წლებში დიდ ბრიტანეთში გულის შეტევით 10-დან 7 ადამიანი კვდებოდა, დღეს კი 10-დან 7 ადამიანის გადარჩენა ხერხდება.
"გულის შეტევასთან გამკლავების ამდენი მეთოდი არასდროს გვქონია. ახლა კი ქალები ტყუილუბრალოდ იღუპებიან, რადგანაც ამ დაავადებას ისე აღიქვამენ, როგორც მამაკაცების პათოლოგიას და ქალებს, კაცებისგან განსხვავებით, სხვა სტანდარტებით მკურნალობენ", — განაცხადა ექიმმა სონია ბაბუ-რანაიანმა, ბრიტანეთის გულის ასოციაციის სამედიცინო დირექტორმა.
მოხსენების ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი დასკვნა გამოიკვეთა:
- ქალები ხშირად აგვიანებენ ექიმთან ვიზიტს;
- მამაკაცებთან შედარებით, მათ ხშირად არასწორად უსვამენ დიაგნოზს და შესაბამისად არაჯეროვნად მკურნალობენ;
- ქალების შემთხვევაში რისკ-ფაქტორები (სიგარეტის მოწევა და მაღალი არტერიული წნევა) უფრო მეტად ზრდიან გულის დაავადებების განვითარების ალბათობას;
- მკურნალობის შემდგომი მოვლა ხშირად სასურველ სტანდარტებს არ შეესაბამება.
ლიდსის უნივერსიტეტის კარდიოვასკულური დაავადებების პროფესორი, კრის გეილი ინგლისსა და უელსში 2002 — 2013 წლებში გულის შეტევების შედეგად სიკვდილიანობის ანალიზის მთავარი მკვლევარი გახლდათ. სწორედ მან აღმოაჩინა, რომ ქალები კარდიოლოგიურ პრობლემებს ტყუილუბრალოდ ეწირებოდნენ.
რა არის გულის შეტევის სიმპტომები?
მიოკარდიუმის ინფარქტის ნიშნები ძალზე მრავალფეროვანია და თითოეული ადამიანისთვის იგი შესაძლოა უნიკალური იყოს. თუმცა ყველაზე უფრო ხშირად აღწერილი სიმპტომებია:
- ზოგადი ხასიათის ტკივილი ან დისკომფორტი გულ-მკერდის არეში, რომელიც მოულოდნელად ჩნდება და მალევე არ გადაივლის;
- მკერდში შესაძლოა გრძნობდე ზეწოლას ან მოჭერას;
- ტკივილი შესაძლოა ვრცელდებოდეს მარცხენა ან სულაც ორივე ხელში, ყელის მიდამოში, ქვედა ყბაში ან მუცელში;
- შესაძლოა თავს გრძნობდე სუსტად, გქონდეს ოფლიანობა და განცდა, რომ გული მიგდის. შეიძლება გიჭირდეს სუნთქვა.
თუ მსგავსი ნიშნები გაქვს, არ გადადო, სასწრაფოდ გამოიძახე 112.
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს აქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს
-
გადახედვადეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას დეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას
-
გადახედვასაგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვასაერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვაარ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს არ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
კომენტარები