ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი წარმოგიდგენთ უნივერსიტეტების ვიდეო-მიმოხილვების სერიას, რომელიც 5 ოქტომბერს განათლების საერთაშორისო გამოფენაზე მონაწილეებს გაგაცნობთ.

პადოვა არის ქალაქი ჩრდილოეთ იტალიაში, ვენეციასთან ახლოს. პადოვას უნივერსიტეტი 1222 წელს დაფუძნდა და თითქმის 800 წლიანი ისტორიით ერთ-ერთი უძველესია ევროპაში.

პადოვას უნივერსიტეტში შეგიძლიათ ისწავლოთ ბაკალავრიატზე, მაგისტრატურასა და დოქტურანტურაზე, როგორც იტალიურ ასევე ინგლისურ ენებზე. ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამები არის მხოლოდ 2 მიმართულებით: ფსიქოლოგიასა და ცხოველთა მოვლა/ვეტერინარიაში.

მაგისტრატურის შემთხვევაში ინგლისურ ენაზე მოწოდებული პროგრამების რაოდენობა ბევრად მეტია და 22-ს აღწევს. ისინი გადანაწილებულია 7 საუნივერსიტეტო სკოლაში. ესენია: სოფლის მეურნეოებისა და ვეტერინარიის სკოლა; ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერებების სკოლა; ინჟინერიის სკოლა; სოციალურ მეცნიერებათა და კულტურული მემკვიდრეობის სკოლა; სამედიცინო სკოლა' ფსიქოლოგიის სკოლა და მეცნიერებათა სკოლა.

სამაგისტრო პროგრამებს შორის შეხვდებით ისეთ სპეციალიზაციებს, როგორიცაა იტალიური საკვები და ღვინო, მდგრადი სოფლის მეურნეობა, ადამიანის უფლებები და სახელმწიფო მმართველობა, ეკონომიკა და ფინანსები, სამედიცინო და ფარმაცევტული ბიოტექნოლოგიები, მოლეკულური ბიოლოგია, ფიზიკა და ბევრი სხვა.

პადოვაში სწავლის ღირებულება 3000 ევროს ფარგლებში მერყეობს. აღნიშნულმა თანხამ შეიძლება დაიკლოს სტუდენტის აკადემიური მოსწრებისა და შემოსავლების მიხედვით.

პადოვას უნივერსიტეტის არჩევის შემთხვევაში LEAF უფასოდ გაგიწევთ სრულ
დახმარებას სააპლიკაციო პროცესში.

დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ განათლების საერთაშორისო გამოფენას, 5 ოქტომბერს, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე სასტუმრო ჰოლიდეი ინში.