თბილისში, ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში ნგრევის საფრთხის გამო საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სულ 18 ოჯახი გაასახლეს.

სამგორის რაიონის გამგებელის, კახა სამხარაძის ინფორმაციით, კორპუსში კიბის უჯრედებმა დაიწია. მისივე ცნობით, გამაგრებითი სამუშაოები განხორციელდება და ვიდრე დასრულდება, ოჯახებს სასტუმროებში გადაიყვანენ.

"მესამე ხარისხის დაზიანებაა, დღეს დაიწია კიბის უჯრედებმა და მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე მივიღეთ გასახლების გადაწყვეტილება", — ამბობს გამგებელი.