"ბიძინა ივანიშვილს ჩვენს ქვეყანაში გადაჭარბებული ძალაუფლება აქვს", — ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა TV პირველის ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი ერთპიროვნული მმართველი.

კვირიკაშვილი აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით, ასეთი სიტუაცია არ არის, თუმცა, მისივე თქმით, ქვეყანაში ინსტიტუტები არ მუშაობს.

"მნიშვნელოვანია, რომ ის ინსტიტუტები, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, სასამართლო, პარლამენტი, სხვადასხვა ინსტიტუტები თავის ფუნქციას ასრულებდნენ, დღეს სამწუხაროდ ბევრი პრობლემაა ამ მიმართულებით", — ამბობს კვირიკაშვილი.

მისივე თქმით, "დღეს ბიძინა ივანიშვილი იღებს იმ გადაწყვეტილებებს, რომელსაც არ უნდა იღებდეს".