პარლამენტის დეპუტატი, ეკა ბესელია ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა. ბესელია მთავარ არხთან ამბობს, რომ ეს ჩვეულებრივი, მეგობრული შეხვედრა იყო.

"არანაირ სამომავლო გეგმებს არ ეხებოდა [ეს შეხვედრა], მე ვმეგობრობ გიორგისთან და ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხებზე, რაც პირველი არ არის და ვსაუბრობთ ხოლმე მას შემდეგაც, რაც გიორგი აღარ არის ხელისუფლებაში. ასე რომ არაფერი განსაკუთრებული, მართლა", — ამბობს ბესელია.

კითხვას, ვიხილავთ თუ არა კვირიკაშვილს ბესელიას პარტიაში, ის პასუხობს, რომ ამაზე არ უსაუბრიათ. ბესელია აღნიშნავს, რომ გიორგი კვირიკაშვილს უსამართლოდ მოექცნენ.

თავად კვირიკაშვილი კი აღნიშნავს, რომ ბესელიასთან ბევრი საკითხი განიხილა.

ამავე თემაზე: