ვარკეთილში მეცხრე სართულიდან 16 წლის ბიჭის გადმოვარდნის საქმეზე 6 პირი დააკავეს. ბიჭი კორპუსიდან 23 სექტემბერს გადმოვარდა და გარდაიცვალა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდა ამისა, გამოძიება ძარცვის მუხლითაც მიმდინარეობს.

უწყება სხვა დეტალებს ჯერჯერობით არ ასაჯაროებს.