26 სექტემბერს, The Beatles-ის ლეგენდარული ალბომის, Abbey Road-ის გამოსვლიდან 50 წლისთავთან დაკავშირებით, მათ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ სიმღერაზე Here Comes The Sun ახალი ვიდეკოლიპი გამოვიდა.

ვიდეოში ნაჩვენებია ჯგუფის ვინტაჟური ფოტომასალა, რომელიც Abbey Road Studios-ში ალბომზე მუშაობის პროცესს ასახავს. კლიპში ასევე გამოყენებულია ლინდა მაკარტნის მიერ გადაღებული ფოტოები.