ეროვნული ბანკის 27 სექტემბრის გაცვლითი კურსით ლარი დოლართან მიმართებით კიდევ ერთხელ რეკორდულად გაუფასურდა. ხვალიდან ერთი დოლარის ფასი 2,9808 ლარი იქნება.

ლარი გაუფასურდა ევროსთან მიმართებითაც, 27 სექტემბერს ერთი ევროს ფასი 3,2571 ლარი იქნება.