ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი სესიაშვილმა თქვა, რომ გაეროში გენერალურ ასამბლეაზე სალომე ზურაბიშვილის გამოსვლისას უფრო მეტი ელოდა. სესიაშვილმა თქვა, რომ პრეზიდენტმა ძირითადი აქცენტები მაინც გააკეთა.

"თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეიძლება ჩემთვის უფრო სხვა აქცენტებიც მნიშვნელოვანი ყოფილიყო... როცა საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, აქ შეიძლება სხვა ფორმით, მწვავედ, თუ რბილად, უფრო მეტი თქმულიყო, რაც მე შეიძლება დამაკლდა", — თქვა ირაკლი სესიაშვილმა მთავარ არხთან საუბრისას.

სალომე ზურაბიშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გუშინ, 25 სექტემბერს გამოვიდა:

"საქართველო, ისევე, როგორც აქ წარმოდგენილი ყველა ქვეყანა, აწყდება გლობალურ სირთულეებს, რომლებიც დღევანდელი სამყაროსთვის დიდი გამოწვევაა. ესენია: კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნების გაუარესება, საყოველთაო ჯანდაცვა, თითოეული მოქალაქისთვის განათლების მიღების შესაძლებლობა, სიღარიბის, უმუშევრობისა და სხვადასხვაგვარი უთანასწორობის დაძლევა".

მან, ასევე, ისაუბრა საქართველოს ოკუპაციაზე.

გაიგეთ მეტი: