პარლამენტს შანსი აქვს, მოსამართლეების შერჩევისას დაშვებული ხარვეზები გამოასწოროს — PACE
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლები შეშფოთებას გამოხატავენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიის გამო და პარლამენტს პროცესში გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორებას ურჩევენ. PACE-ს მომხსენებლების განცხადება 25 სექტემბერს გავრცელდა.
"არჩევის პროცესმა გადაინაცვლა პარლამენტში, რომელსაც ახლა აქვს უნიკალური შანსი და პასუხისმგებლობა, რათა გამოასწოროს ეს ხარვეზები", — წერია განცხადებაში, სადაც ასამბლეის თანამომხსენებლები საქართველოს პარლამენტს ახალ რეკომენდაციებს აძლევენ:
"პარლამენტმა ღია და გამჭვირვალე ინტერვიუები უნდა ჩაატარონ კანდიდატებთან, რაც დაფუძნებული იქნება საერთო კრიტერიუმებზე და საბოლოოდ მივა დასაბუთებულ გადაწყვეტილებამდე. მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა დანიშნოს მოსამართლეთა ის რაოდენობა, რაც მხოლოდ უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირებისთვის იქნება საჭირო. დარჩენილი ვაკანტური ადგილები უნდა შეივსოს ხელახლა შედგენილი სიით. უმჯობესია, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კანდიდატების ახალი სია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეადგინოს, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე დაყრდნობით".
განცხადებაში ნათქვამია, რომ ვიზიტის დასრულებისას მომხსენებლებმა ტიტუს კორლატინმა და კლაუდი კერნმა მოსამართლეების შერჩევის პროცესში აღმოჩენილი ხარვეზები შეაჯამეს, მათ შორის, "ერთიანი კრიტერიუმის ნაკლებობა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების გადაჭარბებული უფლებამოსილება, თუ ვინ უნდა შეერჩიათ, დასაბუთებული გადაწყვეტილებების არარსებობა ორივე პროცესში, სიის შედგენისას და კანდიდატების საბოლოო შერჩევისას".
თანამომხსენებლებმა აღნიშნეს, რომ შეკითხვები არსებობს რამდენიმე კანდიდატის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, გარდა ამისა, მათთვის შემაშფოთებელია "აშკარა ინტერესთა კონფლიქტის" შესახებ გაცხადებული ბრალდებები.
"ყველა ეს ხარვეზი აღმოიფხვრებოდა, თუკი ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია შესრულებოდა, მათ შორის, ფარული კენჭისყრის, ერთიანი კრიტერიუმისა და დასაბუთებული გადაწყვეტილებების შესახებ. ჩვენ ველით, რომ ამ რეკომენდაციებს დაუყოვნებლივ გაითვალისწინებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო", — ნათქვამია განცხადებაში.
უზენაესის მოსამართლეთა კონკურსი
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტისთვის წარსადგენი უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატთა სია 20-კანდიდატიანი სია 4 სექტემბერს დაამტკიცა. ამ სიაში ხუთი ის მოსამართლეა, რომელიც პარლამენტში აქამდე წარდგენილ 10-კაციან სიაში იყო: გიორგი მიქაუტაძე; ნინო ქადაგიძე; პაატა სილაგაძე; მერაბ გაბინაშვილი; თამარ ალანია. სია პარლამენტს უკვე გადაეგზავნა.
2018 წლის დეკემბერში უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების 10-კაციან სიას პოლიტიკური დაპირისპირება მოჰყვა როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში, ისე ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორში. კრიტიკა ორ ძირითად საკითხს ეხებოდა:
- კრიტერიუმებისა და პროცედურების გარეშე შერჩეული 10 კანდიდატი;
- ე.წ. ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის გაძლიერების საფრთხე.
წარდგენილ სიაში იყვნენ, საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე თამარ ალანია.
უმრავლესობის დეპუტატებმა, მათ შორის ეკა ბესელიამ და გედევან ფოფხაძემ, პროტესტის ნიშნად ქართული ოცნებაც დატოვეს. ეკა ბესელია აცხადებდა, რომ 10-კაციანი სიის დამტკიცებას ქართული ოცნება და პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ლობირებდა.
იუსტიციის საბჭომ სია პარლამენტიდან გამოითხოვა. ქართულმა ოცნებამ კი უზენაესის მოსამართლეთა შერჩევისა და წარდგენის პროცედურების კანონპროექტზე დაიწყო მუშაობა. კანონი პარლამენტმა პირველ მაისს დაამტკიცა. სწორედ, აღნიშნულ კრიტერიუმებისა და პროცედურების გათვალისწინებით უნდა შეარჩიოს იუსტიციის სამინისტრომ მოსამართლეობის კანდიდატები და შემდგომ, პარლამენტს წარუდგინოს.
ქართული ოცნების კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს პარტიიდან წასულმა დეპუტატებმა და საპარლამენტო ოპოზიციამ. ისინი კანონპროექტის მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნებას მოითხოვდნენ. მათი პოზიციით, ქართულმა ოცნებამ არ გაითვალისწინა ვენეციის კომისიისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები და ე.წ. კლანს საშუალება მისცა "უზენაეს სასამართლოშიც გაძლიერებულიყო".
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები