Საქართველოში ამერიკიდან ყოველწლიურად 80,000 ავტომობილი ჩამოდის.

Მიუხედავად დიდი მოთხოვნისა, პრობლემად რჩება ის ფაქტი, რომ ავტომობილის შერჩევა, ტრანსპორტირება, დაფინანსება თუ სხვა საჭირო სერვისების მიღება მომხმარებელს სხვადასხვა წყაროებიდან უწევს, რაც ყიდვის პროცესს საკმაოდ ართულებს, და ხშირ შემთხვევაში, აძვირებს კიდეც.

www.cardeal.ge არის ახალი საიტი, რომელიც საშუალებას აძლევს ქართველ მომხმარებელს წინასწარ მიიღოს ავტო იმპორტთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია. Მომხმარებელთან რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად, საიტმა შეძლო ბაზარზე არსებული ყველა პრობლემის აღმოფხვრა. Მაგალითად:

Ყველაზე ხშირად დასმული კითხვა არის, სავარაუდოდ რა დაჯდება ესა თუ ის ავტომობილი აუქციონზე და რამდენად იაფი იქნება საქართველოში არსებულ ფასებთან შედარებით. Ამაზე დაყრდნობით, საიტზე არსებულ ყველა ავტომობილზე გამოტანილია მსგავსი მოდელების გაყიდვების სტატისტიკა.

Ასევე, თითოეული ავტომობილის შიდა გვერდზე მომხმარებელს Საშუალება აქვს წინასწარ განსაზღვროს სრული ხარჯი: აშშ-ს აუქციონის საკომისიო, ტრანსპორტირება და განბაჟება.

Ყველა ეს სერვისი ვრცელდება საიტზე არსებულ 150,000 ინვენტარზე, რომელიც ოფიციალურად მოწოდებულია საერთაშორისო სადილეროებისა და ადგილობრივი ბაზრიდან.

Მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს წამყვან სალიზინგო კომპანიებთან ერთად შეიქმნა დაფინანსების სერვისი, რომლის დამტკიცება საიტიდანვე, აუქციონის დაწყებამდე არის შესაძლებელი.

Ამ სერვისების ინტეგრირებით ერთ საიტზე , Cardeal-ი ცვლის ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის, იმპორტის მოძველებულ და არაეფექტურ მიდგომას. Მომხმარებელი საიტის გაშვების დღიდანვე , კონსულტანტთან მინიმალური კომუნიკაციით, დამოუკიდებლად მონაწილეობს აუქციონში, ყიდულობს და ჩამოყავს ავტომობილები, Რაც საიტისადმი დიდი ნდობის მაჩვენებელია.

www.cardeal.ge მუდმივად ვითარდება, ახლდება და უმჯობესდება ფუქციონალი და ამ ინდუსტრიაში ჩართული წამყვანი კომპანიებისათვის ერთიან სამუშაო სივრცედ ყალიბდება.