კანადაში გადაღებული ვიდეო, რომელიც ორ გაბრაზებულ დათვს ასახავს, ინტერნეტში ძალიან პოპულარული გახდა. თუმცა, ამის მიზეზი არა ის იყო, რომ ადამიანებს მოჩხუბარი დათვების ყურება მოსწონთ, არამედ მგელი, რომელიც დათვების კონფლიქტს შესაშური სიმშვიდით უყურებს შორიდან.

ვიდეოს ავტორი კარი მაკგილივარია, რომელმაც პოსტი გასულ პარასკევს, 20 სექტემბერს ფეისბუქზე ატვირთა.

"მართალია, სასიამოვნო საყურებელი არ არის, მაგრამ ვიდეო იშვიათ მომენტს ასახავს, რომელიც დარწმუნებული ვარ ბევრ თქვენგან არ აქვს ნანახი. დააკვირდით მგელს, რომელიც მოჩხუბარ დათვებს მშვიდად აკვირდება", — წერს ის.

ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან აღფრთოვანებულები არიან კანადელი კაცის მიერ გადაღებული ვიდეოთი, რომელმაც უკვე 2 მილიონზე მეტი ნახვა და 50 ათასზე მეტი გაზიარება დააგროვა.