დღეს, 24 სექტემბერს ეკვილიბრიუმი გორში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებისკენ გაემართა.

"სოფელ არცევში ჩავედით, რომლის სკოლის შენობაში სოფელ ქვეშის სკოლაცაა შეკედლებული. თვეების წინ ახლა უკვე მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტმა ნათია კურტანიძემ დაგვპატიჟა და ახლა კოლეგებისა თუ მოსწავლეების საკონკურსო გამოკითხვას დავამთხვიეთ მისი სურვილის ასრულება. პატარებს დღეიდან პატარა, მაგრამ თანამედროვე ბიბლიოთეკა აქვთ", — ამბობს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე.

ფოტო: გიორგი კეკელიძე

ფოტო: გიორგი კეკელიძე

ეკვილიბრიუმი საგანმანათლებლო მოძრაობაა, რომელიც 2012 წელს დაფუძნდა. იდეის ავტორი და ინიციატორია ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე.

საგანმანათლებლო მოძრაობის მიზანი საქართველოში წიგნიერების დონის ამაღლებაა. მოძრაობის მხარდამჭერია გალფი.

ეკვილიბრიუმის ფარგლებში წიგნები უკვე ათასზე მეტი სოფლისთვის გახდა ხელმისაწვდომი.