Breaking Bad-ის სიქველი ფილმის, ელ კამინოს მოლოდინი კიდევ უფრო გაუსაძლისი ხდება: ჯესი პინკმენის როლის შემსრულებელმა, აარონ პოლმა ტვიტერზე 2-წუთიანი ტრეილერი გამოაქვეყნა.

ფილმის მთავარი გმირი ამჯერად ჯესია და სწორედ ელ კამინოში გავიგებთ მისი ბედისწერის შესახებ. პინკმენი მეგობრებთან, გამხდარ პიტთან და ბაჯერთან ბრუნდება. მისი სხეული და სახე იარებითაა სავსე. ტრეილერში ვხედავთ, რომ ჯესი ანდრეასა და მისი შვილის ფოტოს უყურებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის, შეიძლება, ბიჭის მოძებნას ცდილობდეს.

ტრეილერის ბოლოს კი იდუმალი ხმა ისმის. "მზად ხარ?" — ეკითხება ის ჯესის. მაყურებლების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ვოლტერ ვაითის ხმაა. თუმცა გახსოვდეთ, რომ ფილმში ბრუნდება მაიკის როლის შემსრულებელი ჯონათან ბენქსიც, რომელიც ან გადარჩა და ცოცხალია, ან ფლეშბექებად მოგვევლინება.

El Camino: A Breaking Bad Movie ნეტფლიქსზე 11 ოქტომბერს გამოვა. მისი რეჟისორი სერიალის შემქმნელი ვინს გილიგანია. სწორედ მას ეკუთვნის ფილმის სცენარიც. სავარაუდოდ, ნეტფლიქსზე გამოსვლიდან ცოტა ხნის შემდეგ ფილმი AMC-ზეც გამოჩნდება — სწორედ არხზე გადიოდა ლეგენდარული სერიალი 2008-დან 2013 წლამდე.