ამერიკის მთავრობის ხელშეწყობით, ოკუპირებულ ხაზთან, სოფელ კოკში თხილის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს განცხადებას:

"დასავლეთ საქართველოში ადგილობრივი ფერმერები მაღალი ხარისხის თხილს აწარმოებენ, თუმცა მოსავლის აღების შემდეგ ხარისხის შენარჩუნება რთულია. საწარმო დაახლოებით 300 ადგილობრივ ფერმერს მოემსახურება. პროექტი ხორციელდება USAID/Georgia, AgriGeorgia/Ferrero-სა და საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ".