სახელმწიფოს პენსიონერი მასწავლებლების გაშვება 95 მილიონი უჯდება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პენსიონერი მასწავლებლების გაშვება 95 მილიონი უჯდება. შესაბამისი ცვლილება 2019 წლის ბიუჯეტში შედის.
ცვლილებების პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, სკოლამდელი და ზოგადი განათლების პროგრამით გათვალისწინებული ასიგნება იზრდება 95 მილიონი ლარით და შეადგენს 845 მილიონ 500 000 ლარს.
"ზრდა გამოწვეულია განათლების რეფორმის ფარგლებში საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის კომპენსაციის სახით ერთჯერადი ჯილდოს გაცემით", — ნათქვამია განმარტებით ბარათში.
საქართველოს მთავრობის ცნობით, 6 500-მდე საპენსიო ასაკის პრაქტიკოსმა პედაგოგმა უკვე გააკეთა განაცხადი სისტემის დატოვების თაობაზე და შესაბამისად თითოეული მათგანი მიიღებს ჯილდოს მათი 2 წლის საშუალო შრომის ანაზღაურების ოდენობით.
საბიუჯეტო ცვლილებების პროექტით, განათლების რეფორმის ფარგლებში ასევე გაგრძელდება ეტაპობრივად პედაგოგთა შრომის ანაზღაურების ზრდა და უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგები მიიღებენ 150 ლარით გაზრდილ დანამატს.
"მნიშვნელოვნად გაიზარდა სტატუსის ამაღლების უფლების მოპოვების მსურველთა რაოდენობა და შემდეგ საფეხურზე გადავიდა 10 ათასამდე მასწავლებელი (ნაცვლად პროგნოზირებული 6500 მასწავლებლისა) და შესაბამისად ეს პედაგოგებიც მიიღებენ (გაზრდილ) დანამატს", — ვკითხულობთ ცვლილებების პროექტში.
საქართველოს პარლამენტში 2019 წლის საბიუჯეტო ცვლილებების კანონპროექტი 23 სექტემბერს დარეგისტრირდა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებს, რომლებსაც არ აქვთ სურვილი მინიმალური კომპეტენცია დაადასტურონ, ან გამოცდა ორჯერ ვერ ჩააბარეს, სკოლიდან წასვლის საპირწონედ კომპენსაცია შესთავაზა. აღნიშნულ კომპენსაციად ორი წლის ჯამური ხელფასი განისაზღვრა. პედაგოგებს ამ შემთხვევაში ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები