ეკა ბესელიას თქმით, უმრავლესობის წევრებს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით აშანტაჟებენ
დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ თქვა, რომ მმართველი გუნდის წევრებს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით აშანტაჟებენ. მისი თქმით, ამ ფაქტების შესახებ თავად ამ ადამიანებისგანაც იცის.
"ყველამ საკუთარ შინაგან გაუბედაობას, თუ გარკვეულ მუხრუჭებს, თავად უნდა გადააბიჯოს. ეს ისეთი საკითხია, რომელზედაც ვერავინ სხვა ვერ ისაუბრებს თუ არა თავად ის ადამიანი ან ადამიანები, რომლებიც ამ ყველაზე ამორალური და აკრძალული მეთოდების გამოყენებით გარკვეულ გავლენას ექვემდებარებიან", — თქვა ეკა ბესელიამ მედიასთან საუბრისას.
ეკა ბესელიას თქმით, მოქმედი ხელისუფლება იგივე ამაზრზენ მეთოდებს იყენებს, რასაც წინა ხელისუფლება. მისი თქმით, მსგავსი სისტემა არ უნდა შენარჩუნდეს და მთავრობა უნდა შეიცვალოს.
პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების კადრები სოციალურ ქსელებში არაერთხელ გავრცელდა, მათ შორის, 28 და 31 იანვარს. იმავე პოლიტიკოსის კადრები კიდევ ერთხელ, 26 მარტს გავრცელდა. მაშინ პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ვიდეოს შესახებ უწყება ინფორმირებული არ იყო და მათ თავად აცნობა. მეორე დღეს, 27 მარტს შსს-მ ვიდეოს Youtube-ზე ატვირთვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. 22 ივნისს ეკა ბესელიამ რუსთავი 2-თან საუბარში თქვა, რომ ისევ პასუხგაუცემელია კითხვები, თუ ვინ არის ფარული ვიდეოკადრების ავტორი. საჯარო განცხადებიდან მეორე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პასუხისგებაში მისცა პირი, რომელმაც "დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები საჯარო სივრცეში პირველმა ატვირთა და გაავრცელა". შინაგან საქმეთა საიმინტროს ინფრომაციით, საქმეზე გამოძიება გრძელდება.
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები