ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი წარმოგიდგენთ უნივერსიტეტების ვიდეო-მიმოხილვების სერიას, რომელიც გაგაცნობთ 5 ოქტომბერს განათლების საერთაშორისო გამოფენაზე მონაწილეებს. მათ შორის არის ვილნიუსის უნივერსიტეტი, რომელიც ლიეტუვას დედაქალაქში მდებარეობს. ის ყველაზე დიდი უნივერსიტეტია ლიეტუვაში და ასევე არის ბალტიისპირეთში ყველაზე ძველი, 440 წლის.

უნივერსიტეტში სწავლება მიმდინარეობს როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურისა და დოქტურანტურის დონეზე.

ბალტიისპირეთში უნივერსიტეტები მოსწავლეებს სთავაზობენ მაღალი ხარისხის აკადემიურ პროგრამას დასავლეთ და ცენტრალურ ევროპასთან შედარებით დაბალ ფასებში. ეს ცხოვრების ხარჯებსაც ეხება. წვდომა გაცვლით პროგრამებსა და შენგენის ზონაზე კი ზუსტად იგივეა.

ვილნიუსის უნივერსიტეტში სწავლის დაფინანსება შესაძლებელია გრანტით ან სტიპენდიით. მათი ნაწილი ქართველ მოსწავლეებზეც ვრცელდება.

აქ ძალიან დიდი და მრავალფეროვანი არჩევანია აკადემიური, თუ პროფესიული მიმართულებებისა. მაგალითად, საერთაშორისო ბიზნესი, ფინანსები, მედიცინა, საინფორმაციო სისტემები და კიბერუსაფრთხოება, მათემატიკა, გეოლოგია, ქიმია, მოლეკულური ბიოლოგია და ა.შ.

უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის არსებობს აკადემიური მრჩევლისა და კარიერული მრჩევლის სამსახურები, ასევე ფსიქოლოგიური დახმარების სერვისი.

LEAF უფასოდ გაგიწევთ სრულ დახმარებას სააპლიკაციო პროცესში.

დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ განათლების საერთაშორისო გამოფენას, 5 ოქტომბერს, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე სასტუმრო ჰოლიდეი ინში.