სიძულვილის ენის გამოყენებაში პატრიოტთა ალიანსი ლიდერია — MDF
მედიის განვითარების ფონდის ახალი კვლევის თანახმად, 2018 წელს სიძულვილის ენის გამოყენებაში პატრიოტთა ალიანსი ლიდერობს. MDF-ის ეს კვლევა მოიცავს 2018 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს.
კვლევის მიხედვით, პატრიოტთა ალიანსის წევრებმა 2018 წელს ჯამში 157 სიძულვილის ენის შემცველი განცხადება გააკეთეს, მას მოსდევს ქართული დასი (41) და თავისუფალი საქართველო (40). ამავე კვლევის მიხედვით, ქართული ოცნების წარმომადგენლებმა 2018 წელს 27, ხოლო ოპოზიციური პარტიის, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა 11 დისკრიმინაციული კომენტარი გააკეთეს. გარდა ამისა, სიძულვილის ენის შემცველი 26 განცხადება გააკეთა პარტიამ დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის, 8 ლეიბორისტულმა პარტიამ, 6 კი პარტიამ ნეიტრალური სოციალისტური საქართველო.
კვლევის თანახმად, პატრიოტთა ალიანსის 157 დისკრიმინაციული კომენტარიდან 55 იყო ქსენოფობია, 49 — თურქოფობია, 25 — ჰომოფობია, 8 — რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია, 15 — ისლამოჰობია, 4 — სიძულვილის ენა და 1 — რასიზმი.
მაგალითად, 4 აპრილს ტელეკომპანია ობიექტივის გადაცემა ღამის სტუდიაში პატრიოტთა ალიანსის წევრმა, გიორგი ლომიამ ასეთი შინაარსის ქსენოფობიური კომენტარი გააკეთა:
"სირიიდან შემოდიან ხო ანუ, არაბული ქვეყნებიდან შემოდიან, როდესაც შემოდის რაღაც ლტოლვილთა ნაკადი, მინიმუმ ალბათ 15-20 პროცენტი ეს არის ის ტერორისტული ორგანიზაციების… წარმომადგენლები... თქვენ [ევროპას] გინდათ რომ აიცილოთ ეს საფრთხე და ჩვენ ამ საფრთხის წინაშე უნდა აღმოვჩნდეთ".
პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილის თურქოფობიული განცხადება იმედის ეთერში, რომელიც 20 თებერვალს გააკეთა:
"მე საერთოდ მეჩვენება, რომ რუსეთის თემა არი უბრალოდ ძალიან გაცვეთილი თემა, ძალიან კომიკური თემა უკვე… ტერიტორიები ოკუპირებული აქ თურქეთს 33 პროცენტი ჩვენი, აღიარეთ, რო ოკუპანტია თურქეთი, რისი გეშინიათ?... ასევე ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულია ჩვენი მიწები".
კვლევის მიხედვით, პატრიოტთა ალიანსი გამოირჩევა ჰომოფობიური განცხადებებითაც, ერთ-ერთი დისკრიმინაციული განცხადება ირმა ინაშვილმა მარშალპრესთან 16 მაისს გააკეთა:
"გამოდის ისე, რომ უმცირესობის უმცირესობა ყოველთვის ჩაგრავს უმრავლესობას... უმრავლესობა უკვე შეურაცხყოფილია მუდმივი საუბრით ნარკოტიკების ლეგალიზაციაზე, ლგბტ თემის წარმომადგენლების მუდმივ აქციებზე. მე ლგბტ თემის არსებობას არ ვებრძვი, იყვნენ, იარსებონ, ეს მათი საქმეა. მე ვარ პროპაგანდის წინააღმდეგი. პროპაგანდას ვეძახი იმას, რომ ხდება ზეწოლა ჩვენზე, რომ "თუ არ ხარ ჩვენთან, ბნელი ხარ".
ისევ მარშალპრესთან, 2 ატვისტოს ირმა ინაშვილმა კათოლიკური ეკლესიის მიმართ დისკრიმინაციული განცხადება გააკეთა:
"კათოლიკური ეკლესია ჩვენთან სტუმარია, რომელსაც არც არავინ ავიწროვებს, არც არავინ ებრძვის, არც ვინმე უშლის ხელს, მაგრამ ეს სტუმარი, ჯუზეპე პაზოტოს სახით, მართლმადიდებლურ ეკლესიას საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის და თხოვს იგივე უფლებებს, რაც მართლმადიდებლურ ეკლესიას აქვს. პატივისცემით შეგახსენებთ, რომ კათოლიკეები საქართველში მოსახლეობის 0,5 პროცენტია... საინტერესოა, რომ ამ უზნეობაში, კათოლიკური ეკლესიის გარდა, მისი კიდევ 7 თანამებრძოლი მონაწილეობს".
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ
-
გადახედვაორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა
-
გადახედვაComcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე Comcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე
-
გადახედვანახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
-
გადახედვასომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა სომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას
-
გადახედვაჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა ჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
-
გადახედვადედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი დედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
-
გადახედვაფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია ფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია
-
გადახედვაინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს ინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
კომენტარები