მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალის, სამეფო კარის თამაშების შემქმნელები, დევიდ ბენიოფი და დი ბი ვაისი გუშინ შოუს ქასთს შეუერთდნენ, რათა Emmy 2019-ის დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო დრამატული სერიალის შექმნისთვის ჯილდო მიეღოთ.

სერიალი გასულ ზაფხულს თავისი ბოლო სეზონით Emmy 2019-ის ნომინანტთა შორის მოხვდა, გუშინ 22 სექტემბერს კი საუკეთესო დრამატული სერიალის კატეგორიაში, რა თქმა უნდა გამარჯვებაც მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ Game of Thrones-მა უკვე ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა გამარჯვება ამ ნომინაციაში და ყველა დროის საუკეთესო სერიალის პოზიცია კიდევ უფრო გაიმყარა.

კატეგორიაში ასევე ნომინირებულები იყვნენ: Better Call Saul, Bodyguard, Killing Eve, Ozark, Pose, Succession და This Is Us.

ბოლო სეზონის გამოსვლის შემდეგ 32 ნომინაციით GOT-მა რეკორდი მოხსნა და 12 მათგანში გუშინ გაიმარჯვა კიდეც — მათ შორის საუკეთესო ქასთი დრამატულ სერიალში.

შოუმ ახალი რეკორდი მოხსნა — კაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი დრამატულ სერიალში პიტერ დინკლიჯი (ტირიონ ლანისტერი) უკვე მეოთხედ გახდა ამ პრიზის მფლობელი, რაც ემის ისტორიაში რეკორდულია.