თამარ ალანიას "არ ესმის", რას ნიშნავს არაფორმალური მმართველობა
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი თამარ ალანია აცხადებს, რომ არ იცის რა არის არაფორმალური მმართველობა. ასე უპასუხა მან ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, რომან გოცირიძის კითხვას.
გოცირიძემ კანდიდატს განუმარტა, რომ გულისხმობდა ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის არარსებობას და სახელმწიფოს არაკონსტიტუციური მეთოდებით მართვას.
"ეს არ მესმის. ერთპიროვნულზე ვიფიქრე, მაგრამ ერთპიროვნული თქვენთვის არ იყო მისაღები პასუხი და არაფორმალური არ მესმის რას ნიშნავს", — განაცხადა ალანიამ.
გოცირიძემ აღნიშნა, რომ ტერმინი "არაფორმალური მმართველობა" კანდიდატს შეიძლება არ ესმოდეს, რადგან ჟარგონია, ამიტომ იკითხა ახსენდება თუ არა არაკონსტიტუციური მმართველობის მაგალითები:
"წარმოიდგინეთ ვირტუალური სახელმწიფო, სადაც არის ადამიანი, რომელსაც აქვს ბევრი ფული და არ აქვს არანაირი თანამდებობა... თავისი ბიზნესი აქვს და ამ ბიზნესიდან მოჰყავს ფიგურები და მას ნიშნავს მინისტრად, მოსამართლედ. შეუძლია საკუთარი დაცვის წარმოამდგენელი დანიშნოს შს მინისტრად, პირადი ექიმი ჯანდაცვის მინისტრად... მას შეიძლება ჰყავდეს პერსონალური ბანკირი, რომელიც დანიშნა პრემიერ-მინისტრად... თქვენ როგორ ფიქრობთ, რა ტიპის მმართველობაა ეს?"
ალანიამ თქვა, რომ თეორიულად ეს არც ერთი ტიპის მმართველობა არ არის და მისთვის ეს უცნობია.
"მმართველობა გულისხმობს სახელმწიფო ხელისუფლებაში რაღაცა პოზიციის ქონას. შესაბამისად, თუ ასეთი პოზიცია არ გააჩნია ადამიანს რა მმართველობაზე შეგვიძლია საუბარი" — განაცხადა ალანიამ.
არაფორმალურ მმართველად საქართველოში ქართული ოცნების თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს მოიხსენიებენ. მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა პრემიერის თანამდებობა დატოვა ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება აცხადებდა, რომ ის მმართავდა ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს და მთავრობა გადაწყვეტილებებს მასთან შეთანხმებით იღებდა.
დღეს, 23 სექტემბერს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა დაიწყო. პარლამენტში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომლის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა თითოეულ კანდიდატთან. ამ ეტაპზე მოსამართლეებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.
20-კაციანი სია იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 4 სექტემბერს დაამტკიცა. სიაში აღმოჩნდა ის ხუთი "სადავო" მოსამართლე, რომელიც პარლამენტში დეკემბერში წარდგენილ 10-კაციან სიაში იყო, მათ შორის, გიორგი მიქაუტაძე, ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე, მერაბ გაბინაშვილი, თამარ ალანია. წინა სია მმართველ პარტიაში განხეთქილების, არასამთავრობოებში კი პროტესტის მიზეზი გახდა.
ამავე თემაზე:
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები