პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენენ, ევროპული საქართველოს დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ კოლეგებს სთხოვა რაგბის მატჩის დროს შეესვენათ. ბოკერიამ განმარტა, რომ 2 საათზე მსოფლიო თასზე საქართველო უელსის მატჩი იმართებოდა და შესთავაზა კოლეგებს, რომ თუ შესვენებაზე აიღებდნენ ამ დროზე შეთანხმებულიყვნენ.

"დავიწყოთ პროცესი და შევხედოთ", — განაცხადა პასუხად იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.

ბორჯღალოსნები მსოფლიო თასზე დღეს პირველ მატჩს გამართავენ, რომელიც თბილისის დროით 14:15 საათზე დაიწყება. მატჩის ნახვა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში იქნება შესაძლებელი.

დღეს, 23 სექტემბერს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა დაიწყო. პარლამენტში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომლის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა თითოეულ კანდიდატთან. ამ ეტაპზე მოსამართლეებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.