თავისუფალი სტილით მოჭიდავე ბექა ლომთაძე მსოფლიო ჩემპიონია.

ყაზახეთში მიმდინარე 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჭიდაობაში დასკვნით მან ფინალურ ორთაბრძოლაში რუსი მოჭიდავე დამაჯერებლად, ანგარიშით 6:1 დაამარცხა. ლომთაძემ ამ ჩემპიონატზე გენო პეტრიაშვილის შემდეგ საქართველოს ნაკრებს მეორე ოქროს მედალი მოუპოვა.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ორი ოლიმპიური ლიცენზიაც მოიპოვეს. გენო პეტრიშვილი გუშინდელი მოგებით, სამგზის მსოფლიო ჩემპიონი გახდა.