სომხეთის დამოუკიდებლობის აღდგენის 28-ე წლისთავთან დაკავშირებით თბილისის ანძა სომხეთის დროშის ფერებში განათდა. ფოტოებსა და ინფორმაციას საქართველოში სომხეთის საელჩო Facebook-ზე ავრცელებს.

ფოტო: Embassy of Armenia to Georgia / FB

ფოტო: Embassy of Armenia to Georgia / FB

სომხეთი დამოუკიდებლობის აღდგენის 28-ე წლისთავს დღეს, 21 სექტემბერს აღნიშნავს. 1991 წლის 21 სექტემბერს რეფერენდუმზე სომხეთმა საბჭოთა კავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი.