ბოლო 50 წელიწადში ამერიკასა და კანადაში 3 მლრდ ჩიტი მოკვდა
ორი მასშტაბური კვლევის მიხედვით, აზიასა და ჩრდოლეთ ამერიკაში ჩიტების რაოდენობა კრიზისულ ნიშნულამდე შემცირდა.
პირველი კვლევის თანახმად, აშშ-სა და კანადაში 1970 წელთან შედარებით ფრინველების რაოდენობა 29%-ით არის შემცირებული.
მეორე კვლევის მიხედვით კი, აზიის ფრინველების მეტი ოდენობა შესაძლოა ცხოვრობდეს გალიაში, ვიდრე ველურ ბუნებაში.
კვლევები ჟურნალებში, Science და Biological Conservation-ში გამოქვეყნდა.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ამ მიგნებებს გამოფხიზლების ეფექტი ექნება. ისინი ამბობენ, რომ პოპულაციის შემცირებაში დიდი წვლილი ადამიანების ქცევებს მიუძღვით.
კვლევის ხელმძღვანელი კინ როზენბერგის თქმით, თავდაპირველად მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ რაოდენობის შემცირება იშვიათი სახეობების გაქრობას უკავშირდებოდა თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ რიცხვები ბევრად მასშტაბური იყო და ზოგადი ჩიტების პოპულაციის გაქრობას გამოხატავდა.
მისი თქმით, მსგავსი სიტუაციაა მოსალოდნელი არამხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკაში, არამედ დედამიწის სხვა ნაწილებშიც. სწორედ მსგავს არასახარბიელო სიტუაციას გვიჩვენებს აზიაში ჩატარებული მეორე კვლევაც.
ინდოეთში ძალიან პოპულარულია მგალობელი ჩიტების კონკურსი, რის გამოც დიდი რაოდენობის ჩიტებს ატყვევებენ და ყიდიან. კონკურსში გამარჯვებული ფრინველის პატრონმა, შესაძლოა, 40 ათასი გირვანქა სტერლინგი მიიღოს.
2017 წელს მეცნიერებმა გამოარკვიეს, რომ ფრინველების დატყვევებისა და გაყიდვის დროს უამრავი მათგანი იღუპებოდა და სახეობები გადაშენების საფრთხის წინაშე დგებოდნენ.
კვლევის ავტორი ჰარი მარშალი ამბობს, რომ ბიზნესი ინდოეთის ეკონომიკისთვის მომგებიანია და წლიურად ათობით მილიონ დოლარს უტოლდება, ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ მაღაზიები 200-ზე მეტი სახეობის ჩიტითაა სავსე. მისი თქმით, ინდოეთის კუნძულ ჯავაზე 75 მილიონი ჩიტი გალიაშია გამომწყვდეული. კვლევის მიხედვით, შესაძლოა, მგალობელი ჩიტების ნახევარზე მეტი დატყვევებული იყოს და გალიაში ცხოვრობდეს, ბუნების ნაცვლად.
მანჩესტერის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის პროფესორი სტიუარტ მარსდენის თქმით, ინდოეთში ჩიტების გალიაში ჩასმა მათ სიყვარულს უკავშირდება, რაც, მისი თქმით, შესაძლოა კონსერვაციაში წარმატებით გადაიზარდოს.
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
კომენტარები