საქართველოში პენსიის ზრდასთან დაკავშირებით დაპირებას მოისმენთ ყველა არჩევნებზე, მაშინაც კი, როცა ასარჩევ თანამდებობაზე მყოფ პირს საქართველოს კანონმდებლობით ამის შესაძლებლობა არ აქვს. ასე იყო გასულ საპრეზიდენტო არჩევნებზეც.

წინა ხელისუფლების დროს ისმოდა დაპირება პენსიის 100 დოლარამდე ზრდასთან დაკავშირებით. ახალმა ხელისუფლებამ პენსია გაზარდა, თუმცა ლარის გაუფასურებამ ის დაპირებულ 100 დოლარს დააშორა.

დღეს, 20 სექტემბერს ლარმა დოლართან ანტირეკორდი კიდევ ერთხელ დაამყარა. ხვალიდან ერთი დოლარი 2,9759 ლარი ღირს.

ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებიდან წასვლის დროს პენსია 125 ლარი, იმდროინდელი კურსით 75,2 დოლარი იყო. ხელისუფლების შეცვლიდან დღემდე თითქმის გაორმაგდა და 200 ლარს გაუტოლდა, რაც დღევანდელი ლარის კურსით, 67,4 დოლარია. დოლარში პენსია ყველაზე მაღალი 2013 წელს იყო (150₾ — $87,8).

გაუფასურებული ლარი შემოსავლებზე მაშინ აისახება, თუ იმფლაცია მაღალია. თუმცა, პერნსიონერები, რომლებიც მედიკამენტებს არც თუ ისე იშვიათად მოიხმარენ, იმპორტირებულ მედიკამენტებზე ფასის ზრდას კიდევ უფრო მწვავედ აღიქვამენ.