საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაეროს 74-ე სესიაზე სიტყვით 25 სექტემბერს გამოვა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ზურაბიშვილი სესიის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებშიც მიიღებს მონაწილეობას.

ნიუ-იორკში სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობით იგეგმება ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან და გაეროს გენერალურ მდივანთან. პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში მონაწილეების პატივსაცემად დონალდ ტრამპისა და მელანია ტრამპის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრება.