ბრიტანული Mercury Prize-ის გამარჯვებული ლონდონელი რეპერი Dave გახდა
19 სექტემბერს, ლონდონში მუსიკალური დაჯილდოების Mercury Prize ცერემონიალი ჩატარდა.
გამარჯვებული არტისტი ინგლისელი რეპერი ფსევდონიმით Dave გახდა, ალბომისთვის Psychodrama, რომელიც მან 2019 წლის მარტში გამოსცა.
ჟიურის შეფასებით, "ეს კონცეპტუალური ალბომი ლიტერატურული შედევრის მუსიკალური ექვივალენტია, რომელიც თერაპიული სესიის ფორმით ყვება არტისტის გამოცდილებას, თუ როგორ გაიზარდა ის სამხრეთ-ლონდონში. ალბომი ღრმად პერსონალურ ამბავს ყვება. Psychodrama დახვეწილი მუსიკალური ნამუშევარია იდენტობის, კლასთა ბრძოლის, ურთიერთობების და პოლიტიკის შესახებ და მსმენელისგან მაქსიმალურ ყურადღებას მოითხოვს."
სიტყვით გამოსვლისას დეივმა სცენაზე დედამისი მოიხმო და ამ გზით მადლობა ოჯახს, მეგობრებსა და ალბომში მოწვეულ მუსიკოსებს გადაუხადა.
წლევანდელ დაჯილდოებაზე ნომინირებულები ასევე იყვნენ ცნობილი ბრიტანული ჯგუფი Foals, ახალგაზრდა პოპულარული რეპერი slowthai, პოლიტიკური ალბომით Nothing Great About Britain და სხვები. ამ უკანასკნელმა სცენაზე ბორის ჯონსონის "თავი" გამოიტანა.
Mercury Prize ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური ჯილდოა, რომელიც 1992 წელს Brit Awards-ის საპირწონედ შეიქმნა და ყურადღებას უფრო მეტად ალტერნატიულ მუსიკალურ სამყაროს აქცევს. ამ დაჯილდოების ინტერესს მხოლოდ ბრიტანელი მუსიკოსები წარმოადგენს.
მთავარი პრიზი სხვადასხვა დროს აღებული აქვთ ისეთ ჯგუფებს და მუსიკოსებს, როგორებიც არიან PJ Harvey (ის ერთადერთი არტისტია, რომელმაც ჯილდო ორჯერ აიღო, 2001 და 2011 წლებში), Portishead, Franz Ferdinand, Arctic Monkeys, alt-J და James Blake.
მერკურის დაჯილდოების ისტორიაში ყველაზე "უიღბლო" ჯგუფად Radiohead შეიძლება ჩაითვალოს. ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფი სხვადასხვა დროს ხუთჯერ იყო ნომინირებული, თუმცა პრიზი არასოდეს აუღია.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები