2019 წლის პირველი იანვრიდან ამ დრომდე [20 სექტემბერი] ქართულ ოცნებას 8,5-ჯერ მეტი თანხა შეწირეს, ვიდრეს სხვა ყველა პარტიას ერთად. მმართველ პარტიას 159-მა შემწირველმა ჯამში 4 286 166 ლარი ჩაურიცხა, ყველა სხვა დანარჩენ, 15 პარტიას კი 223-მა პირმა 508 596 ლარი.

ოცნებამ 100-100 ათასი ლარი მიიღო 10 კომპანიისგან, 60-60 ათასი — 15 პირისგან, 50-55 ათასი — 20 პირისგან, 10-დან 45 ათასის ჩათვლით თანხა კი 53 პირისგან.

მმართველი პარტიის გარდა შემოწირულობები მიიღეს:

  1. ევროპულმა საქართველომ (165 502);
  2. ნაციონალურმა მოძრაობამ (103 635);
  3. თავისუფალმა საქართველომ (კახა კუკავა) (57 350);
  4. გირჩმა (36 910);
  5. საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიულმა პარტიამ (36 000);
  6. პატრიოტთა ალიანსმა (28 640);
  7. მოძრაობამ თავისუფალი საქართველოსთვის (26 723);
  8. დემოკრატიულმა მოძრაობამ — ერთიანი საქართველო (25 950);
  9. მოძრაობამ სახელმწიფო ხალხისთვის (13 810);
  10. ახალმა საქართველომ (გიორგი ვაშაძე) (5 100);
  11. ახალმა მემარჯვენეებმა (4 800);
  12. ედპ-მ (1 805);
  13. ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ (1 000);
  14. ეროვნულმა ფორუმმა (693);
  15. კომუნისტურმა პარტიამ (678).