თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, მარჯანიშვილის მეტროსთან ეროვნებით არაბი კაცი დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ დაჭრაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. რაც შეეხება დაშავებულს, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.