ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ სოფლებში ახალ საწარმოებს დააფინანსებს. ამის შესახებ განცხადება დღეს, 19 სექტემბერს აშშ-ს საელჩომ გაავრცელა:

"ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას განსაკუთრებული თანადგომა სჭირდება. სწორედ ამიტომ, ამერიკის მთავრობა გამოყოფს 500 000 აშშ დოლარს ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოების დასაფინანსებლად".

პროექტი განხორციელდება საპარტნიორო ფონდი/Partnership Fund-სა და USAID/Georgia Zrda აქტივობის პარტნიორობის ფარგლებში.