ქუთაისში, ცენტრალურ ბაღში ინოვაციებისა და მეცნიერებათა ფესტივალზე, რომელშიც სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, ერთ-ერთი ქიმიური ცდის დროს კოლბა აფეთქდა. ინფორმაცია თავდაპირველად მეგა TV-მ გაავრცელა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ კოლბის დამსხვრევის შედეგად 5 მოსწავლე დაშავდა. მათივე ცნობით, მოსწავლეებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.