საერთაშორისო ჯგუფ ვიონის წევრი, ბილაინი Ad Black Sea 2019-ის პარტნიორია. რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც უკვე მეხუთე წელია ტარდება, დღეს, 19 სექტემბერს იღებს სტარტს ბათუმში და 21 სექტემბრამდე გრძელდება. Ad Black Sea 2019-ის ფარგლებში ბილაინი, ფესტივალის მონაწილეებისთვის ჩანახატების კონკურსს ატარებს, რომლის გამარჯვებულებიც დაჯილდოების ცერმონიაზე, 21 სექტემბერს დასახელდებიან.

Ad Black Sea-ს ტრადიციულად ესწრებიან ქართული და საერთაშორისო კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლები. წელს დამსწრეთა რიცხვი რეკორდულია — 800-ზე მეტი დელეგატი 17 სხვადასხვა ქვეყნიდან. ფესტივალზე წარმოდგენილია როგორც საკონკურსო, ისე საგანმანათლებლო და ნეთვორქინგის ნაწილი. საკონკურსო განაცხადებს რეკლამის სფეროში მოღვაწე მსოფლიო დონის პროფესიონალებისგან შემდგარი ჟიური შეაფასებს.