რუსთავი 2-ზე ახალი სატელევიზიო სეზონიდან ვანო ჯავახიშვილის შოუს ნაცვლად ნიკა არაბიძის შოუ გავა. გადაცემის პრომო რუსთავი 2-ის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.

რაც შეეხება ვანო ჯავახიშვილს, მან რუსთავი 2 საკადრო ცვლილებების შემდეგ დატოვა და მთავარ არხზე გადავიდა, სადაც კვლავ ვანოს შოუ მიყავს. საკადრო ცვლილებების შემდეგ რუსთავი 2-ის კომედი ჯგუფი გაიყო, ნაწილი ამავე არხზე დარჩა, ნაწილი კი ნიკა გვარამიას მთავარ არხზე გადავიდა.

ქიბარ ხალვაშის მიერ რუსთავის 2-ის გადაფორმებიდან ერთი თვის თავზე არხიდან გაათავისუფლეს საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ტოქ-შოუს მთავარი პროდიუსერი, გიორგი ლაფერაშვილი; პოლიტიკური გადაცემების წამყვანები, გიორგი გაბუნია და ეკა კვესიტაძე და გასართობი გადაცემის ავტორი და წამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ რუსთავი 2 პირდაპირ ეთერში დატოვეს კურიერის წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა. 21 აგვისტოს ტელეკომპანია თითქმის სრული შემადგენლობით დატოვეს ჟურნალისტებმა. არხი დატოვა რამდენიმე პროდიუსერმა, გადაცემების შაბათის შუადღის და კვირის სხვა შუადღის წამყვანებმა. ტელევიზია, ასევე, დატოვეს P.S.-ის გუნდმა, რეგიონის ჟურნალისტებმა და გადაცემა დილა მშვიდობისა საქართველოს ნაწილმა. გარდა ამისა, რუსთავი 2 დატოვა ვანო ჯავახიშვილმა, თამუნა ლეკვეიშვილმა, თათია სულუაშვილმა, ვასო ფხაკაძემ და კომედი ჯგუფის რამდენიმე მსახიობმა.