ეკლესიის საქმიანობას უფრო მეტი აფასებს დადებითად, ვიდრე პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობას მეტი აფასებს დადებითად, ვიდრე პრემიერს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ერთად. კვლევის მონაცემებით, 64 პროცენტი აფასებს ეკლესიის საქმიანობას "კარგად", ხოლო 5 პროცენტი "ცუდად".
NDI-ის კვლევით ჩანს, რომ მაღალი თანამდებობის პირებიდან თბილისის მერი კახა კალაძე ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგულია. მის საქმიანობას გამოკითხულთა 45 პროცენტი აფასებს დადებითად. მიუხედავად ამისა, ისიც ჩამორჩება მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობის დადებითად შეფასების ნიშნულს.
კახა კალაძეს ჩამორჩებიან თანამდებობის სხვა პირები აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებიდან. გამოკითხულების 14 პროცენტი აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის (მამუკა ბახტაძის) საქმიანობას დადებითად. ეს თითქმის 5-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ეკლესიის საქმიანობის დადებითად შემფასებლების რაოდენობა. კვლევისას გამოკითხულთა, ასევე, თითქმის 5-ჯერ ნაკლები, 12 პროცენტი აფასებს დადებითად პრეზიდენტის საქმიანობას, რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარეს, მისი საქმიანობის შესაფასებლად დასმულ კითხვაზე "კარგად" პასუხობს 10 პროცენტი. კვლევა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩილ თალაკვაძის დანიშვნიდან რამდენიმე დღეში ჩატარდა.
კვლევა 2019 წლის 13-29 ივლისის პერიოდში ჩატარდა. გამოიკითხა საქართველოს მასშტაბით 2 131 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,7%.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები