ალდაგი მცირე და საშუალო კომპანიებს ფინანსური სერვისების მიღებაში დაეხმარება
სადაზღვევო კომპანია ალდაგი კლიენტ კომპანიებს კვალიფიციური სპეციალისტებისგან ფინანსური სერვისების მიღებაში დაეხმარება.
ახალი კანონმდებლობის თანახმად, 1 ოქტომბრამდე წლიური ანგარიშის მომზადება და ფინანსთა სამინისტოს ზედამხედველობის სამსახურში წარდგენა მცირე და საშუალო ზომის კომპანიებსაც (SME) მოეთხოვებათ. ალდაგი მზადაა დაეხმაროს კლიენტ კომპანიებს სწრაფად ადაპტირდნენ კანონის ახალ მოთხოვნასთან, უფასოდ გაიარონ შესაბამისი ტრენინგი, რათა სრულფასოვნად და დროულად წარადგინონ ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტი ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში (SARAS).
უფასო ტრენინგს ალდაგის კლიენტებისათვის ჩაატარებს წამყვანი აუდიტორული და ბუღალტრული კომპანია "ფინანსური ოფისის" მმართველი პარტნიორი მიხეილ ჭელიძე დარგის სპეციალისტებთან ერთად. ტრენინგი ჩატარდება 24 სექტემბერს, 12:00 — 15:00 საათზე, სასტუმრო ჰოლიდეი ინში. ალდაგის კლიენტი კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებსაც სურვილი აქვთ დაესწრონ ტრენინგს, უნდა დაფიქსირდნენ სარეგისტრაციო ბმულზე.
ტრენინგი მოიცავს შემდეგ თემებს:
- მარეგულირებელი კანონმდებლობის, კომპანიების ვალდებულებების, არსებული შეღავათებისა და რისკების მიმოხილვა;
- მეოთხე კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტის მიმოხილვა;
ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის მიმოხილვა (ფასს) მცირე და საშუალო საწარმოებისათვის; - ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) პორტალზე კომპანიის რეგისტრაცია და კანონის შესაბამისად ანგარიშგების ატვირთვა.
ალდაგსა და "ფინანსურ ოფისს" შორის გრძელვადიანი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება, რომლის თანახმადაც ალდაგი თავისი კლიენტებისათვის 100 000 ლარის ოდენობით თანადაფინანსების ბიუჯეტს გამოყოფს, რაც ნიშნავს, რომ ალდაგი თავის კლიენტ კომპანიებს ფინანსური ოფისის სერვისების მიღებას მნიშვნელოვნად დაუფინანსებს.
„ჩვენი მიზანია, ჩვენს კლიენტ კომპანიებს დავეხმაროთ ოპერირების პროცესში, რათა მათ შეძლონ საკუთარი ბიზნესის წარმატებულად ფუნქციონირება, გაფართოება და განვითარება. მზად ვართ, ვითანამშრომლოთ სხვადასხვა წამყვან პროვაიდერ კომპანიებთან, რათა ჩვენს კლიენტებს მაქსიმალურად მორგებული სერვისები და ფასები შევთავაზოთ“ — განაცხადა ალდაგის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბარათაშვილმა.
აუდიტორული კომპანია "ფინანსური ოფისი" დამოუკიდებელ ბუღალტრულ და იურიდიულ კომპანიათა წამყვანი საერთაშორისო ასოციაცია MSI Global Alliance-ის წევრი და საქართველოში ერთადერთი წარმომადგენელია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს როგორც ბუღალტრულ და აუდიტორულ, ისე საგადასახადო მომსახურებას.
-
გადახედვაGeorgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს Georgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს
-
გადახედვაკალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის კალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის
-
გადახედვაორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა
-
გადახედვაComcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე Comcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე
-
გადახედვასომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა სომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა
-
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
-
გადახედვაფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია ფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია
-
გადახედვაბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა
-
-
გადახედვაინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს ინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
კომენტარები