22 სექტემბერს მთაწმინდის პარკში ტკბილეულის ფესტივალი გაიმართება

ღონისძიბაში მონაწილეობას მიიღებენ ტკბილეულის მწარმოებელი კომპანიები და სტარტაპები. პარკის მთავარ მოედანზე 12:00 საათიდან მოსულ სტუმრებს დახვდებათ:

  • ტკბილეულის მრავალფეროვანი არჩევანი;
  • კახა კუხიანიძის კონცერტი;
  • ანიმატორებისა და ზღაპრის გმირების წარმოდგენები;
  • Candy Studio-ს კონცერტი;
  • DJ JIMMY;
  • პრიზების გათამაშებები;
  • სახალისო შეჯიბრებები;
  • სასიამოვნო გარემო;
  • და რაც მთავარია, სუფთა ჰაერი.

ტკბილეულის ფესტივალი მთაწმინდის პარკის ორგანიზებით უკვე მეორედ იმართება, რაც კომპანიების პოპულარიზაციას უწყობს ხელს.