მსოფლიოს 6 საშემოდგომო ფესტივალი, რომელიც ცხოველებს ეძღვნება
კაცობრიობის არსებობის ისტორიაში ცხოველების არსებობას ყოველთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. რომ არა ისინი, არ გვექნებოდა კვერცხი, რძე. ან არ გვეყოლებოდა ერთგული მეგობრები შინაური ცხოველების სახით.
ამ ყველაფრისთვის მადლიერებას კი ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ — მათ შორის გრანდიოზული საშემოდგომო ფესტივალებითა და დღესასწაულებით, რომლებიც მთლიანად ცხოველებს ეძღვნება.
1. კუკურ ტიჰარის ფესტივალი, ნეპალი
კუკურ ტიჰარის ფესტივალი ნეპალში, 5 დღის განმავლობაში გრძელდება და მთელი ამ დროის მანძილზე ცხოველთა სხვადასხვა სახეობების მიმართ მადლიერების დემონსტრირება ხდება.
პირველ და მეორე დღეს ყვავებს, როგორც სიკვდილის მაცნეებს ეთაყვანებიან. ძაღლებს ფესტივალის მესამე დღეს უძღვნიან, როგორც ადამიანის ერთგულ მეგობრებს. შინაურ, ასევე მაწანწალა ცხოველებს კისერზე იქ სიყვარულით შექმნილ ყვავილის სამკაულებს ჰკიდებენ ხოლმე. მეოთხე და მეხუთე დღე ძროხებს ეთმობათ.
კუკურ ტიჰარის რიტუალის მიხედვით ცხოველების მიმართ პატივისცემას, მათ შუბლზე წითელი საღებავის წასმითაც გამოხატავენ.
2. საქონლის სეზონური გადარეკვა, ესპანეთი
ეს ფესტივალი ცხოველების ერთი ადგილიდან მეორეზე სეზონურ გადარეკვას ეძღვნება. 1994 წელს კი ესპანეთში ამ ყველაფერმა დღესასწაულის სახე მიიღო და მას შემდეგ, ყოველ შემოდგომას მადრიდის ქუჩებში დაინახავთ მოსეირნე საქონელს, რომლებსაც გზად სადღესასწაულო ფორმაში გამოწყობილი ადამიანები სიმღერითა და ცეკვით მოჰყვებიან.
3. მაიმუნების გამოკვების ფესტივალი, ტაილანდი
მართალია, ტურისტებს, რომლებიც ტაილანდის ღირშესანიშნაობებს სტუმრობენ, ხშირად ურჩევენ, რომ ირგვლივ მოთარეშე მაიმუნები, მათივე უსაფრთხოების მიზნით არ გამოკვებონ. თუმცა, ეს ყველაფერი თავდაყირა დგება მაშინ, როდესაც ნოემბრის ბოლო კვირაა და მაიმუნების გამოკვების ფესტივალი იწყება.
გასულ საუკუნეებში აგებული ტაძრების ეზოები ტონობით ხილით ივსება, რომელსაც მალევე ავლებენ მუსრს ადგილობრივი მაიმუნები — ეს ტრადიცია ტაილანდში 2000 წელს შემოიღეს, მაიმუნების მეფის საპატივსაცემოდ, რომელიც დღეს იქ წარმატების სიმბოლოდაა ქცეული.
4. მატყლის ჭიაყელების ფესტივალი, აშშ
აშშ-ში, პელსინვანიის შტატში 1978 წლიდან დღემდე მატყლის ჭიაყელების ფესტივალი აღინიშნება.
ადგილობრივებმა იციან, რომ ჭიაყელას ფერის მიხედვით მარტივადაა შესაძლებელი წინასწარ განჭვრეტა, თუ როგორი იქნება მომავალი ზამთარი — რაც უფრო მუქი ფერისაა ჭიაყელა, მით უფრო ცივი იქნება სეზონი, ან პირიქით.
ჭიაყელების შერკინება ფესტივალის მთავარი მოვლენაა. სწორედ გამარჯვებულ ინდივიდს ერგება ხოლმე პატივი იწინასწარმეტყველოს მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი და მეტიც, მის პატრონს საკმაოდ სოლიდური ფულადი პრიზითაც აჯილდოებენ.
5. პუშკარის დღესასწაული, ინდოეთი
ინდოეთის ერთ-ერთ შტატში რუჯასტანში წელიწადის ერთ-ერთი ყველაზე ფერადი დღესასწაული სწორედ შემოდგომაზე ტარდება.
პუშკარის დღესასწაულზე მსოფლიოში ყველაზე დიდი ბაზარი ეწყობა, სადაც აქლემებს ყიდიან. გარდა იმისა, რომ ეს ადგილობრივი მოვაჭრეებისთვის არაჩვეულებრივი შანსია მომავალი ზამთრისთვის ჯიბე შეითბონ, იქვე საკუთარი მრავალსაუკუნოვანი კულტურისა და ტრადიციების დემონსტრირებასაც ახდენენ ხოლმე.
6. ჩიტების ყოველწლიური ფესტივალი, ჩილე
და ბოლოს, ყოველ შემოდგომაზე ჩილეში, წყნარი ოკეანის სანაპიროს გასწვრივ ჩიტების ყოველწლიური ფესტივალი ეწყობა — ფესტივალის სტუმრები მარტივად ეცნობიან ჩილეს ფრინველთა მრავალფეროვან, ენდემურ სახეობებს.
რაც მთავარია, იქვე მოგეცემათ შესაძლებლობა ჩილეს ეროვნული ფრინველი (რომელიც ამავე ქვეყნის გერბზეა გამოსახული), კონდორი საკუთარი თვალით ნახოთ. ის ჩვენი პლანეტის დასავლეთ ნახევარსფეროს ყველაზე დიდი და მასიური ფრინველია.
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
კომენტარები