NDI-ის კვლევის თანახმად, სექსუალური უმცირესობის უფლებების დაცვას 27% მიიჩნევს მნიშვნელოვნად, რაც წინა წლებში მიღებულ შედეგებთან შედარებით მცირედით გაუმჯობესდა.

ფოტო: NDI

2018 წლის ივნისში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ლგბტ ადამიანების უფლებებს დაცვა მნიშვნელოვნად მიაჩნდა გამოკითხულთა 24%-ს, უმნიშვნელოდ – 43%-ს, ხოლო 26%-ს ნეიტრალური დამოკიდებულება ჰქონდა.

2019 წლის კვლევით, გამოკითხულთა 27% მიიჩნევს, რომ ქვიარ ადამიანების უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია, 45% მიიჩნევს, რომ ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვა არაა მნიშვნელოვანი, ხოლო 20%-ს ამ საკითხის მიმართ ნეიტრალური დამოკიდებულება აქვს.

ანალოგიური შეკითხვა 2015 წლის აპრილსა და 2018 წლის ივნისში ჩატარებული კვლევების ფარგლებში დაუსვა რესპონდენტებს.

2015 წლია აპრილში ჩატარებული კვლევის მიხედვით, უფლებების დაცვა მნიშვნელოვნად მიიჩნევდა 22%, უმნიშვნელოდ – 49%, ნეიტრალური დამოკიდებულება ჰქონდა 19%-ს.