ქართული ოცნების დეპუტატი, შოთა ხაბარელი მიიჩნევს, რომ ქართველი სპორტსმენების წარმატება ხელისუფლების დამსახურებაცაა. მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სპორტში ბოლოდროინდელი წარმატებები ჩამოთვალა და ევროპული საქართველოს ლიდერს, გიგა ბოკერიას კითხვით მიმართა:

"როდესაც ვამტკიცებდით საქართველოს მთავრობას ვნახეთ, რომ პრემიერ-მინისტრი იდგა ტრიბუნაზე და ნაციონალური მოძრაობის თუ ევროპული საქართველოს წარმომადგენელები უსვამდნენ კითხვას, მაგრამ არ ელოდებოდნენ პასუხს. ერთი ნარატივი იყო ის, რომ კი ან არა. ახლა მე მინდა ბატონ გიგა ბოკერიას შევეკითხო, ეს წარმატებები, ეს წინსვლა სპორტში, ამდენი პოზიტივი, არის თუ არა ხელისუფლების დამსახურება... კი თუ არა, არის თუ არა საქართველოს ხელისუფლების დამსახურება?" — თქვა შოთა ხაბარელმა.

გიგა ბოკერიამ პასუხად თქვა, რომ სპორტსმენების წარმატება მხოლოდ მათი დამსახურებაა და არა რომელიმე ხელისუფლების.